www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო-სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "East Point"-ის ტერიტორიაზე; ხოლო 2021 წელს იხსნება რიგით მეორე ჰიპერმარკეტი "დომინო" დიღმის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სპეციალისტის პოზიციაზე დიდი დიღმის ფილიალში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სანიტარული და ჰიგიენური წესრიგის დაცვა;
** ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე სისუფთავის კონტროლზე მუდმივი ზრუნვა.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული, მოწესრიგებული.

სამუშაო გრაფიკი და პირობები:

** გრაფიკი: 3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება 09:00-22:00;
** ხელფასი: 600 ლარი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ჰიპერმარკეტ "დომინოს" საინფორმაციოში არსებული განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში, 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს !



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |