www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეცეფციის ოპერატორი
მომწოდებელი: ვაკის საცურაო აუზი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

ვაკის საცურაო აუზი საქართველოში ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი საცურაო აუზი, ორი სატრენაჟორო დარბაზით, საბავშვო აუზით (საჭყუმპალაო), 2004 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ფიტნესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სფეროში.

ვაკანსიის დასახელება: რეცეფციის ოპერატორი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ბ
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში; (აუზის სამუშაო საათები 7:00 - 23:00; შაბათ-კვირას 9:00-21:00
ანაზღაურება: 720 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრებისთვის აუზის მომსახურებებისა და პირობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტების ბაზაში დარეგისტრირება და აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფად ადაპტაციისა და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** სიახლეებისადმი ღია და განვითარებაზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** აუზითა და სატრენაჟორო დარბაზით უფასოდ სარგებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვწერეთ ელფოსტაზე: hr@vsp.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |