www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ალგი აუდიტი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

აუდიტორული კომპანია "ალგი აუდიტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე, ი. აბაშიძის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
ხელფასი: 800 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ძირითადი ბუღალტრული და იურიდიული დოკუმენტების (ინვოისები, მიღება ჩაბარებები, ხელშეკრულებები და სხვა საჭირო საბუთების) მომზადება/გადაგზავნა;
** დასაქმებულებთან გაფორმებული ხელშეკრულებების დამუშავება;
** საჭირო ინფორმაციების ბაზების/ფაილების მომზადება და პერიოდული განახლება;
** პროექტების დოკუმენტაციის მოწესრიგება, დაარქივება;
** ოფისის უზრუნველყოფა ყველა საჭირო ინვენტარით;
** კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა და კოორდინირება;
** სტუმრების გამასპინძლება - ყავა/ჩაი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ/ფინანსურ ან მომიჯნავე სფეროში (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** კარგი ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook, PowerPoint);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური მაღალ დონეზე, რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** აქტიური;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ელექტრონულ მისამართზე: info@algiaudit.ge და მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: "ადმინისტრაციული მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |