www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: დილაითი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"დილაითი"-ს გაყიდვების დეპარტამენტი ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელიც დაიკავებს სანათების შოურუმში მოლარე-კონსულტანტის პოზიციას.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების სრული დაცვა;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** მომხმარებელთან ეფექტური და თავაზიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
** სალარო აპარატთან მუშაობის წესების ცოდნა;
** სალაროში არსებული თანხის კონტროლი;
** შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მეილზე მოთხოვნების შემოწმება და შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება;
** აღწერის ჩატარება თვეში ერთხელ;
** შოურუმში თაროებზე პროდუქციის შევსება;
** გაყიდული პროდუქციის მიწოდების დაგეგმვა ლოჯისტიკის სამსახურთან კოორდინირებით;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება სანათების მიმართულებით ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის 25

პოზიცია ითვალისწინებს ცვლებში მუშაობას.

"დილაითი" გთავაზობთ კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@insta.ge

კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 იანვარი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.delight.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |