www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ფინანსური სპეციალისტი
მომწოდებელი: VIVO Medical Group
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"ვივო მედიქალ გრუფი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური სპეციალისტის პოზიციაზე.

მისამართი: დიღომი, ჩაჩავას #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00-მდე.
ანაზღაურება: 700 ლარი (Net)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** MD/SB პროგრამაში მუშაობა;
** მარაგების კონტროლი (ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ნაშთების გასწორება);
** თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვის ორგანიზება და შვებულებების დღეების კონტროლი;
** ინვოისების მომზადება და დავალიანებების კონტროლი;
** კალკულაციების მომზადება და გადაგზავნა პორტალზე/გამგეობაში წარდგენა, შესაბამისი წერილის მომზადება დასაფინანსებლად;
** ხელშეკრულებების ვადების კონტროლი (შესყიდვის, მიღება-ჩაბარებისა და შედარების აქტების გაფორმება);
** დოკუმენტებისა და ცნობების მომზადება/ორგანიზება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ს მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება - სასურველია.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კრიზისული სიტუაციის და დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 იანვარი.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე, კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |