www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამფასოებელი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან "ლაქტალისის" ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას დამფასოებლის თანამდებობაზე საწარმოში.

ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 550 ლარი ხელზე ასაღები

მუნიციპალური ტრანსპორტის არ არსებობის პირობებში, კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოებული პროდუქციის დაფასოება;
** დაფასოებული, მზა პროდუქციის ყუთებში ჩალაგება;
** დანადგარების რეცხვა-დეზინფექცია და სამუშაო ადგილის მოწესრიგება.

მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება წარმოებაში სასურველია მაგრამ არა აუცილებელი.

პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება (კომპანიის პროდუქცია)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ წარმოადგინოთ CV ელფოსტაზე: hr.sante@ge.lactalis.com და ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "დამფასოებელი" ან დარეკეთ ნომერზე 591 12 83 61.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |