www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული არხის მენეჯერი
მომწოდებელი: მაღაზია გაჯეტი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

მობილურის აქსესუარების მაღაზიათა ქსელი "გაჯეტი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული არხის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა;
** კომპანიის შიდა პროგრამის FINA მაღალ დონეზე შესწავლა;
** ონლაინ მაღაზიის მართვა, პროდუქციის დარეგისტრირება, სურათების, ტექნიკური მახასიათებლების, აღწერილობების და ნებისმიერი სხვა საჭირო ინფორმაციის შეყვანა;
** ონლაინ მაღაზიის Blog მენიუსთვის საინტერესო, შემეცნებითი, სახალისო კონტენტის მომზადება;
** Facebook, Instagram, Tik Tok არხების განვითარება, კონტენტის მომზადება, მომხმარებლებისთვის პასუხის გაცემა;
** ციფრულ არხებში სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა-რეალიზება;
** პარტნიორი ონლაინ მაღაზიების და საბითუმო მომხმარებლების მართვა, ეფექტური მხარდაჭერა, პროდუქციის და ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება-განახლება, შეთავაზებების მომზადება, დავალიანებების კონტროლი;
** პარტნიორ კომპანიებთან სხვადასხვა აქტივობების და აქციების დაგეგმვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტაცია.
** ახალ პლატფორმების ათვისება
** სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება
** პარტნიორებთან ან მომავალ პარტნიორებთან შეხვედრებზე წასვლა და პრეზენტაცია

პიროვნული თვისებები:

** მომხმარებელზე ორიენტირებული და მომსახურების კარგი უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პრეზენტაბელურ გარეგნობაზე მუდმივი ზრუნვა;
** დახვეწილი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** მოწესრიგებული;
** მიზანდასახული.

დამატებითი მოთხოვნები:

** ასაკობრივი ზღვარი: 20-დან 45 წლამდე;
** სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე და სფეროში მუშაობის მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონა;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

ანაზღაურება: 1000 ლარიდან + საბონუსე სისტემა
სამუშაო საათები: 10 სთ-დან 19 სთ-მდე (კვირაში 2 დასვენების დღე)
სამუშაო მისამართი: გიორგი ცაბაძის 19
კანდიდატურის შერჩევა მოხდება გასაუბრების ეტაპის გავლის შემდეგ.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gadget.com.ge, "subject" ველში მიუთითეთ - "ციფრული არხის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |