www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსების სპეციალისტი/ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Start - Business Solutions
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

კვლევითი და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "Start - Business Solutions" (www.startbs.com) 8 წელზე მეტია რაც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მისი ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ახალი ბიზნესის წამოწყებას, რისთვისაც დამკვეთებს შესაბამის პროფესიულ სერვისებს სთავაზობს: დაფინანსების მოპოვებიდან დაწყებული რთული კომპლექსური კვლევებით დასრულებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსების სპეციალისტის/ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

საქმიანობა გულისხმობს კომპანიის რამდენიმე ტიპის პროექტებში მონაწილეობას: ბიზნეს გეგმების მომზადება, ბიზნესის დაწყების მიზანშეწონილობის კვლევა და ანალიზი, ბიზნესის შეფასება და ფინანსური მოდელების მომზადება.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური მოდელების შემუშავება;
** პროექტების ფინანსური დაგეგმვა;
** ფინანსურ-ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;
** ანალიტიკური და ფინანსური რეპორტების მომზადება;
** დამკვეთებთან შეხვედრები, კომუნიკაცია და მომზადებული პროექტების გაცნობა;
** პროექტების ფარგლებში სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ბანკებთან და პირებთან შეხვედრები და კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** ბაკალავრის დიპლომი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ფინანსებში, ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს ან მიახლოებულ პოზიციაზე მუშაობის;
** MS Excel-ის ცოდნის მაღალი დონე;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადების, წაკითხვის, ანალიზის და სპეციფიკის ცოდნა;
** ინგლისურის ენის კარგად ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა მაგრამ არა აუცილებელი.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@startbs.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება - "ფინანსების სპეციალისტი/ფინანსური ანალიტიკოსი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |