www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის ოპერატორი
მომწოდებელი: Citrus.ge
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

კომპანია "Citrus.ge" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი ზარების მიღება - პასუხის გაცემა და რეაგირება;
** მომხმარებელთა კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებელთა ინფორმირება კომპანიის მომსახურების ჩამონათვალზე და შესაბამისი ფასების მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
** მომხმარებელთა ზარებზე პასუხი და ინფორმაციის დეტალურად მიღება.
** მომხმარებლის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება, არსებული პროდუქტების გაყიდვა
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების ცოდნა. (Word, Excel)
** სასურველია მომსახურების სფეროს ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილება.
** მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების მოგვარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.
** კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა და სისხარტე;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე; შაბათი 10:00 საათიდან 15:00 საათამდე
** შესვენება: 1 საათი
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი საშუალოდ 900 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: join@citrus.ge და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |