www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Brand Outlet Store
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

ტანსაცმლის მაღაზია "Brand Outlet Store" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

მაღაზია მდებარეობს თბილისში, ც. დადიანის 7, სავაჭრო ცენტრ "ქარვასლა"-ში.

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;
** მაღაზიაში არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა და განთავსება;
** მოდელებისა და ზომების შევსება,
** ორიენტირებულობა კომპანიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
** მომხმარებელთან თავაზიანი ურთიერთობა.

მოთხოვნები:

** კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება: 1 წელი (სასურველია)
** საშუალო დონეზე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** პასუხისმგებლობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** სქესი: მდედრობითი;
** ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

ანაზღაურება: 710 ლარი.
სამუშაო განაკვეთი: 10:30-დან 20:30-მდე, 1 დასვენების დღე.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ გუნდს, სასიამოვნო გარემოს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: brandoutletstoreofficial@gmail.com და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |