www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული დირექტორის მოადგილის ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის მოადგილის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: თბილისი, სანზონა, თორნიკე ერისთავის შესახვევი #5
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შაბათი, 10:00-14:00
ანაზღაურება: 1500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომერციული დეპარტამენტის გუნდთან კომუნიკაცია კომერციულ დირექტორსა და გუნდს შორის ინფორმაციის ეფექტურად გაცვლის თვალსაზრისით;
** მომწოდებლებთან და კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია, პრობლემების იდენტიფიკაცია და განხილვა უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომერციული გუნდის მიერ დაგეგმილი აქტივობების მონიტორინგი და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომერციული დირექტორის მოადგილის ასისტირება კომერციული დოკუმენტთბრუნვის სრული ციკლის წარმოებაში;
** კომერციული დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ მოკლევადიანი და გრძელვადიანი ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
** პროდუქტების შესყიდვის, განთავსების, ლოჯისტიკის და მარაგების მართვის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დროულად მოგვარების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, უფლებამოსილების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია, ფინანსების, კომერციის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია გამოცდილება ანალიტიკური ანგარიშების (კომერციული ანგარიშგებები და ა.შ.) წარმოების მიმართულებით;
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის ცოდნა;
** კანდიდატისთვის უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა "აპექსის" ცოდნა;
** აუცილებელია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პოზიტიური კომუნიკაციის და პოზიტიური ფორმულირების უნარები;
** ძლიერი საკომუნიკაციო და ადმინისტრაციული უნარები;
** ძლიერი ანალიტიკური;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: HR@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |