www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

შპს "ტრანსპორტერი" წარმოადგენს BRP-ის (Can-AM ATV, Can-AM SSV, Can-Am Spyder, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Rotax, Evinrude), Kawasaki-ს, KYMCO-ს, AGV-ს, Husqvarna-ს, Gardena-ს, Volvo Penta-ს, Quicksilver-ს და ჯამში 90-ზე მეტი ბრენდის დისტრიბუტორს საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის კვადროციკლებს, თოვლმავლებს, ჰიდროციკლებს, ნავებს, კატერებს, იახტებს, მცურავი საშუალებების ძრავებს, მოტოციკლებს, ბაღის მოვლის ინვენტარსა და სამშენებლო სპეცტექნიკას, სკუტერებს, თოვლის სატკეპნ და სხვა სპეციალიზირებულ ტექნიკას და მათ აქსესუარებს, საბაგირო გზებს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემებს, ზიპ-ლაინებს, სათავგადასავლო პარკებს, სათხილამურო გზების უსაფრთხოების და კეთილმოწყობის აღჭურვილობას, საგარანტიო და გეგმიურ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ საშუალებებს.

შპს "ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია ტექნიკის სფეროში;
** ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** საქონლის შეკვეთების მიღების, გაცემის და მომხმარებელთან დროულად მიტანის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** მარაგის ანგარიშგება;
** ინვენტარიზაცია;
** სწორი აღრიცხვის ორგანიზება;
** მაღაზიების მომარაგების დროული ორგანიზება;
** სასაწყობე მეურნეობის ოპტიმიზაცია/გაუმჯობესება;

პიროვნული თვისებები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მომხმარებელზე, განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, სადაც მოგეცემათ თქვენი საუკეთესო უნარების გამოყენების, განვითარების და ახალი ცოდნის/გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@transporter.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 31 იანვრისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ საწყობის მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |