www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღმასრულებელი მენეჯერი
მომწოდებელი: Easy Print
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

შპს "იზი პრინტი" 2014 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. კომპანიის ძირითად სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა საოფისე ტექნიკით იმმპორტ/რეალიზაციას და ტექნიკურ მომსახურებას.

შპს "იზი პრინტი" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი (კვარტალური + წლიური დადებული შედეგის მიხედვით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიზნების გათვალისწინებით სტრატეგიული მიმართულებების შემუშავება;
** კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისად ორგანიზაციის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება;
** ორგანიზაციის კორპორაციული კულტურის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
** თანამშრომლების ეფექტური მართვა, ფუნქცია მოვალეობების და გეგმების განსაზღვრა, დავალებების სწორი განაწილება, მათი პრობლემების გადაჭრა და თანამშრომლების შეფასება
** კომპანიის შემოსავლების ზრდაზე ზრუნვა;
** კომპანიის საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელების, კოორდინაციისა და შეფასების პროცესების მართვა;
** კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულების კონტროლი;
** კომპანიის სამოქმედო გეგმების განხორციელების ზედამხედველობა;
** კომპანიის მომხმარებლებზე მომსახურების ზედამხედველობა;
** ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა;
** კომპანიის ქონების და ფინანსური სახსრების მიზნობრივი განკარგვის უზრუნველყოფა;
** პროგრამებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის პროცედურების მართვა;
** ზრუნვა კომპანიის სერვისების დახვეწასა და ოპტიმიზაციაზე;
** ორგანიზაციის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სირთულეების იდენტიფიცირება და მათ დროულ მოგვარებაზე გადაწყვეტილების მიღება;
** ფინანსური უწყისების შედგენა, ყოველთვიური ანალიზი, შემოსავლებისა და ხარჯის კონტროლი;
** თანამშრომლების დისციპლინის დაცვის კონტროლი;
** ზრუნვა ორგანიზაციის იმიჯსა და გამართულ მუშაობაზე
** კომპანიის საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი;
** გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
** თანამშრომლებს შორის ფუნქციების განაწილება; მათ მიერ ამ ფუნქციების შესრულების ზედამხედველობა და ხარისხის რეგულარულად შეფასება;
** თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

სავალდებულო მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მინ. 3 წლიანი გამოცდილება.
** გუნდის მართვის მინ. 3 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება (უპირატესია - ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან აიტი მიმართულებით)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@easy.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |