www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

კომპანია "ჯიბე Cash & Carry", აცხადებს ვაკანსიას სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისსა (თემქა) და მარნეულში.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: თბილისი (თემქა, ზღვის უბანი, ისაკიანის #1) ან მარნეული (აღმაშენებლის #2, (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია)
სუბორდინაცია: პოზიცია ექვემდებარება შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს და არა მაღაზიის მენეჯერს.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
ანაზღაურება: 900 ლარი
სხვა სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი
** პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
** სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი;
** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით გამოცდილება;
** აუცილებელია პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
** სასურველია სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ლოკაცია, მაგალითად: სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი-მარნეული და ა.შ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |