www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქტების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
თანდართული ფაილი: 47234_ANKETA__5023981.zip
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე საცალო დაკრედიტების მიმართულებით

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით;
** სავალდებულოა საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, აქედან სავალდებულოა საცალო დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა საცალო დაკრედიტების პრინციპების და რეგულაციების ცოდნა
** სასურველია პროექტების მართვის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა.

უნარები:

** ბაზრის ანალიზის და პოტენციური შესაძლებლობების და იდენტიფიცირების კარგად განვითარებული უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აზრის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემის უნარი წერით და ზეპირად;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ძირითადი მოვალეობები:

** საბანკო პროდუქტების სრულყოფის და ოპტიმიზაციის პროექტების მართვა;
** პროექტის ფარგლებში შიდა რესურსების და პარტნიორი კომპანიების კოორდინაცია;
** პროექტების დროული შესრულების მონიტორინგი;
** ბაზარზე არსებული პროდუქტების და ტრენდების ანალიზი;
** პროდუქტების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული კვლევები;
** რეპორტების წარმოება.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ბანკის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) ფოტოსურათით (3X4) ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროდუქტების განვითარების მენეჯერი".

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 იანვარი, 2022 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |