www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მექანიზაციის/ტრანსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 1999 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით. ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე https://georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე https://www.facebook.com/Georgias-Natural-331116897318064

არომაპროდუქტი/Georgia`s Natural ეძებს გუნდის ახალ წევრს წარმოებაში მექანიზაციის/ტრანსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული მსუბუქი და მძიმე ავტომანქანების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაზიანებების აღმოფხვრისა და რემონტის პროცესის ზედამხედველობა, ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში ჩართულობა;
** სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკის შესყიდვების პროცესში ჩართულობა;
** გახარჯული მასალების და საწვავის აღრიცხვის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე

უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელფოსტაზე career@georgiasnatural.com და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |