www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მტვირთავი
მომწოდებელი: აი დი ეს ბორჯომი თბილისი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

სადისტრიბუციო კომპანია შპს "აიდიეს ბორჯომი თბილისი" აცხადებს საწყობის მტვირთავის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; ქინძმარაულის ქ. #5
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (ცვლები, წინასწარ დადგენილი გრაფიკით).
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი საშუალოდ ხელზე ასაღები 800 ლარი.

მოვალეობები:

** პროდუქციის დატვირთვა, გადმოტვირთვა
** პროდუქციის დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებებზე
** პროდუქციის დასაწყობება დადგენილი წესის მიხედვით; ყოველი პროდუქტისთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილას, უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით
** დახარისხება წუნდებულ საქონლის და განლაგება სახეობების მიხედვით
** საწყობის ტერიტორიის წესრიგში მოყვანა, დასუფთავება.

ზოგადი უნარები:

** პასუხისმგებლობა;
** შრომისმოყვარეობა
** პუნქტუალურობა
** ფიზიკური დატვირთვით მუშაობის უნარი
** ანალიზისა და გამოთვლების წარმოების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: tbs.work@ids-borjomi.com; და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საწყობის მტვირთავი თბილისი.

შეგიძლიათ ასევე მიბრძანდეთ ოფისში თბილისი, ქინძმარაულის ქ. #5 -ში და ადგილზე შეავსოთ რეზიუმეს ფორმა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |