www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იტალიური, ინგლისური ენისა და TOEFFL/IELTC სასწავლო კურსები
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

ევროპის აკადემიური ცენტრი ანახლებს იტალიური, ინგლისური ენისა და TOEFFEL/IELTS კურსებზე მიღებას!

საკომუნიკაციო იტალიური ენის კურსი:

კურსი წარმოადგენს იტალიური ენის მულტიმედიურ კურსს, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც თანამედროვე მეთოდებით სურს საფუძვლიანად დაეუფლოს ენას საკომუნიკაციო დონეზე, გაიმდიდროს ლექსიკა, გააღრმავოს გრამატიკის ელემენტები, რათა შეძლოს საუბარი ნებისმიერ სიტუაციაში და აგრეთვე გაეცნოს ამ ენის კულტურასა და ცივილიზაციას.

კურსისთვის განკუთვნილი ლიტერატურა მოიცავს თემატურად დაყოფილ 24 თავს:

** დიალოგის პრეზენტაცია
** დიალოგის ექსპლოატაცია
** ლინგვისტური მასალების უზრუნველყოფა (დამუშავება) და მათი ტრანსპონირება (გამოყენება სხვადასხვა სიტუაციებში)
** გრამატიკისა და ლექსიკის გამდიდრება (დაკვირვება)

თავისუფალი სავარჯიშოების დამუშავება შექმნილ სიტუაციებში და სხვ.
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე;
კურსის ღირებულება: 180 ლარი თვეში;

ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი:

კურსი მოიცავს ზოგადი ინგლისურის კურსის პროგრამას, მეთოდიკა სრულად შეესაბამება ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული უცხო ენების ცოდნის საერთო ევროპული ჩარჩოს (Common European Framework of Reference for Languages(CEFR)) დონეებს.

მიმდინარეობს მსმენელთა მიღება შემდეგ დონეებზე:

** General English Beginner A1- 3 თვე,
** General English Elementary A2 - 3 თვე,
** General English Pre-intermediate B1 - 3 თვე,
** General English Intermediate B2 - 3 თვე,
** General English Upper-intermediate C1 - 3 თვე,
** General English Advanced C2 - 3 თვე.
** კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (36 საათი);

კურსის ღირებულება: 180ლ (თვეში):

TOEFEL/ IELTS -ის გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსი:

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს TOEFFEL/IELTS - ის სასერტიფიკატო გამოცდებისათვის მომზადება და გამოცდის ჩაბარება.

ჩვენ გთავაზობთ სასწავლო კურსს გამოცდისთვის მოსამზადებლად, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გამოცდაზე აჩვენოთ თქვენი დონის შესაბამისი მაქსიმალური შედეგი, ასევე სწორად განსაზღვროთ ტესტის ჩაბარების სტრატეგიები და მოემზადოთ საფუძვლიანად.

კურსი ითვალისწინებს შემდეგი სწავლების მეთოდებს:

** კითხვა (კითხვა და აუთენტური (ორიგინალური) ტექსტების გამოყენება);
** წერა (სხვადასხვა ტიპის ტექსტზე მუშაობის პრაქტიკის განვითარება);
** მოსმენა (სასაუბრო ენის სხვადასხვა ვარიანტის გაგების გაუმჯობესება);
** საუბარი (თავისუფლად და სწორად მეტყველება სხვადასხვა კონტექსტში);
** ენის გამოყენება (ენის სტრუქტურის და ლექსიკონთან მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება).

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
კურსის საფასური: 550 ლარი

რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/2ySvaG



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |