www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროდუქტების ასორტიმენტის მატრიცის ფორმირება, მარაგების მართვა, პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
** ფასწარმოქმნის პროცესის კონტროლი, არსებული და ახალი მომწოდებლების პროდუქტების ნომენკლატურაში/პრაისში ასახვა;
** პროდუქციის შესყიდვის, ლოგისტიკისა და დასაწყობების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** კონკურენტ კომპანიებში მუშაობის პროცესის მონიტორინგისა და ანალიზის უზრუნველყოფა კატეგორიების მიხედვით; კონკურენტებთან არსებული საცალო ფასების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მომიჯნავე სფეროებში;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა, განსაკუთრებით Excel.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 იანვარი 2022 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |