www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: გარდაბნის თბოსადგური 2
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

შპს "გარდაბნის თბოსადგური 2", აცხადებს ვაკანსიას კომერციული სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი (შენიშვნა: ქ. თბილისიდან/ქ. რუსთავიდან სამუშაო ლოკაციამდე და უკუმიმართულებით ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ).

ძირითადი მოვალეობები:

** ხელმძღვანელობასთან ერთად კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება და შესრულების მენეჯმენტი;
** კომპანიის ენერგეტიკულ ბირჟაზე და სხვა დაკავშირებულ ბაზრებზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა;
** მარეგულირებლებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიმოცვლის პროცესში ჩართულობა;
** კომერციული სამსახურის დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** პროფესიით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების (Ms Office Excel, Word) მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენების სამუშაო დონეზე ფლობა.
** სასურველია პრეტენდენტს ჰქონდეს ჩაბარებული საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გამოცდა.

აუცილებელი უნარები:

** დისციპლინირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური განაწილების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

მოცემულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2022 წლის 25 იანვრისა. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შენიშვნა:

** დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.
** გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო და საგანმანათლებლო მოთხოვნებს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |