www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: შვიდი მითი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

კომპანია "შვიდი მითი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი სამუშაო სფერო რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:

** კვების პროდუქტებისთვის საჭირო საკვები საღებავებისა და ინგრედიენტების წარმოება/რეალიზაცია. ამ მიმართულებით, კომპანია ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში;
** საკვები პროდუქტების შესაფუთი მასალების წარმოება. კომპანიას აქვს ვაკუუმ და თერმო შეფუთვების წარმოების საკუთარი საწარმო. ვაკუუმ და თერმო შეფუთვების ადგილზე წარმოებასთან ერთად, კომპანია ახდენს შესაფუთი მასალების იმპორტს წამყვანი ევროპული მწარმოებლებისგან;
** სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია, "შვიდი მითის" ოპერირების კიდევ ერთი სფეროა.
** 2014 წლიდან "შვიდი მითი" საქართველოსა და ნაწილობრივ ამიერკავკასიისა და შუა აზიის ბაზარზე მსოფლიო ლიდერების ოფიციალური დილერი ხდება მანქანა-დანადგარებისა და სათადარიგო ნაწილების შემოტანისა და რეალიზაციის მიმართულებით.

დღეს, კომპანია "შვიდი მითი" ასოცირდება სანდო, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ და წარმატებულ პარტნიორ კომპანიასთან.

შპს "შვიდი მითი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, Outlook
** რუსული და ინგლისური ენების (წერა და მეტყველება) სრულყოფილად ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** კომუნიკაბელური, კეთილგანწყობილი, პუნქტუალური, პასუხისმგებლობიანი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** საფოსტო-საკურიერო სამსახურთან ურთიერთობა და გზავნილების ადმინისტრირება;
** საკანცელარიო პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცესების მართვა, ოფისის საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა;
** სატელეფონო ზარებსა და კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების ყოველდღიური მონიტორინგი, პასუხი და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** სტუმრების დახვედრა, შეხვედრების და თათბირების ორგანიზება.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hr@shvidimeat.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ოფისის მენეჯერი".

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 თებერვალი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე). "შვიდ მითში" თქვენი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://shvidimeat.com/ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |