www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: ემტექნიკსი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

კომპანია შპს "ემტექნიკსი" ("მიდეა"-ს და "ბელჰაუსი"-ს ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის თანამდებობაზე თბილისში.

ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიციისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

მოვალეობები:

** გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, ასევე საგარანტიო მომსახურების პირობების საკითხებზე;
** მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს არსებული აქციების შესახებ;
** ახალი პროდუქციის მიღებისას დახმარება გაუწიოს მენეჯერს დარბაზში საქონლის ეფექტურად განთავსებაში;
** შეამოწმოს და უზრუნველყოს მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე;
** კურირება გაუწიოს გაყიდულ საქონელს;
** საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შესახებ აცნობოს ადმინისტრაციას;
** მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში;
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურებრივი დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
** რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი - სრული

კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე t.dolbadze@midea.ge. გთხოვთ, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |