www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: TAÇ/Manamo
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

საოჯახო ტექსტილის კომპანია "TAÇ/Manamo" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი (09:30-18:30)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: 800 ლარი - ხელზე ასაღები

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ელექტრო და ტექნიკური სისტემების ყოველდღიური შემოწმება და კონტროლი;
** გათბობისა და გაგრილების სისტემის პერიოდული შემოწმება და კონტროლი;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მისი დროული აღმოფხვრა და გამოსწორება;
** ტექნიკური პრობლემის გამოსწორებისთვის, კომპანიების ან ფიზიკური პირების მოძიება და მათთან შეთანხმება;
** საჭიროებისამებრ ტექნიკური პრობლემების გამოსწორებისთვის, ყველა საჭირო ნივთისა და ინვენტარის შესყიდვა;
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება;
** მონიტორინგის მიზნით, პერიოდულად ობიექტების შემოვლა;
საჭიროებისამებრ ხელმძღვანელების სატრანსპორტო მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება (უმაღლესი ან პროფესიული) ტექნიკური განხრით (აუცილებელი);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელი);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@mataracigroup.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია "TAÇ/Manamo" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |