www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამხმარე სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მეთვალყურეს თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიდეო მონიტორინგის საშუალებით კომპანიის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხარდაჭერა/კონტროლი;
** კომპანიაში დანერგილი უსაფრთხოების ზომებით და ტექნიკური სისტემებით მიღებული შედეგების ანალიზი;
** კამერების გამართული მუშაობის (ჩვენების/ჩაწერის) უწყვეტი შემოწმება/მონიტორინგი. კამერის ჩაწერის სისტემის ხარვეზის, კერძოდ გათიშვის შემთხვევაში გაუმართაობის ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების გარკვევა/დადგენა;
** განგაშის სიგნალის დროული დაფიქსირება და რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების კუთხით;
** სასურველია რელევანტურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ვიდეო მეთვალყურე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |