www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს დეველოპერი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "აპტოსი" წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 100 ქვეყანაში. კომპანია ფლობს 4 გლობალურ ოფისს თბილისში, ბერლინში, პრაღასა და მოსკოვში.

კომპანია "აპტოსი" ეძებს ბიზნეს დეველოპერს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** ბიზნეს გეგმების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ახალი პარტნიორების მოძიებაში მონაწილეობის მიღება;
** სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობის მიღება;
** კონკურენტების და ესთეტიკური ბაზრის ანალიზი;
** შიდა მონაცემების დამუშავება და ანგარიშების მომზადება.

აუცილებელი განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის გამართული ცოდნა;
** ინფორმაციის ანალიზის ტექნიკების და პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარჩვევები:

** მოლაპარაკების უნარები;
** ფინანსური ანგარიშების მომზადების და ანალიზის უნარი;
** ანალიტიკური უნარები;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პრობლემის ეფექტურ გადაჭრაზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.

დაინტერესების შემთხვევაში, 13 თებერვლამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@aptos.ge; გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბიზნეს დეველოპერი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |