www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სლოტ-მიმტანი/ ბარმენი
მომწოდებელი: Slot Club 777
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

"სლოტ კლუბი 777" არის უახლესი სათამაშო აპარატებით აღჭურვილი სათამაშო სივრცე თბილისსა და რეგიონებში. კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებელს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო გარემო.
დასაქმების შემთხვევაში ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სლოტ-მიმტანი/ ბარმენი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავი, მარნეული (მარნეულში ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია)
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი (თვეში 10 -11 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 700 ლარი ფიქსირებული+ ბონუსი+კვება (თვეში 750 -900 ლარამდე)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შეკვეთის მიღება;
** მომხმარებლებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა;
** მომხმარებლებისთვის დროული მომსახურების უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: hr@club777.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |