www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე ოპერატორი
მომწოდებელი: უკვე
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლობიანი, დეტალებზე ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს შეესაბამება, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი - შენ "უკვეს" გუნდს სჭირდები.

"უკვე" ეძებს მოტივირებულ მოლარე ოპერატორს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და ექნება საშუალება, რომ გამოავლინოს და გააუმჯობესოს საკუთარი პროფესიულ უნარ-ჩვევები.

სამუშაო განაკვეთი: თვეში 176 სამუშაო საათი (კვირაში ხუთი სამუშაო დღე, ორი - დასვენების)

ფუნქციები:

** პროგრამებთან და სალარო აპარატთან მუშაობა
** ონლაინ და Eat In შეკვეთების მიღება და დელეგირება
** მომხმარებელთან კომუნიკაცია
** ფინანსური მიზნების შესრულებაში ჩართულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
** ტექნოლოგიებთან ურთიერთობის უნარი
** მრავალი სამუშაოს ერთდროულად შესრულების უნარი

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** თავაზიანობა
** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენი კომპანიის გარემოში, თანაბრად ფასდება, როგორც პროფესიული გამოცდილება, ისე კანდიდატის მიერ გამოვლენილი მოტივაცია სწავლისთვის და ახალი უნარების ასათვისებლად. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად რანგისა, ასახავს კომპანიის ღირებულებებს თავისი მუშაობის თუ მომხმარებლის ურთიერთობის ეთიკით.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე info@ukve.ge

შეხვედრამდე!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |