www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Back End დეველოპერი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 26 იანვარი

ახალი "ლიბერთი" - ახალი ცხოვრებისთვის! ეძებს მოტივირებულ თანაგუნდელს IT მიმართულებაში Back End დეველოპერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი (დისტანციურად მუშაობა შესაძლებელია).

ძირითადი მოვალეობები:

** უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით კომპლექსური პროგრამების შექმნა, განვითარება და მხარდაჭერა;
** დეველოპმენტის სტანდარტების გამოყენებით ხარისხიანი კოდის წერა;
** აპლიკაციების ფუნქციონირების, სისტემის არქიტექტურის და პერფორმანსთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
** ეფექტიანი კოლაბორაცია ინოვაციურ და შემოქმედებით გუნდთან;
** დეველოპმენტ ციკლის დროს "სორს კონტროლის" ეფექტიანი გამოყენება;
** თანამედროვე ტენოლოგიების შესახებ ცოდნის გაზიარება გუნდის წევრებისთვის და ამ ტექნოლოგიების პროექტებში განხორციელების ხელშეწყობა;
** არსებული სტანდარტიზებული დეველოპმენტ მეთოდების შესაბამისად, გუნდის ლიდერთან ერთად მუშაობა სხვადასხვა მცირე პროექტების, თუ API-ების განხორციელებაში;
** ვებ -ზე ორიენტირებული პროექტების შექმნა - განვითარება;
** აქტიური მონაწილეობის მიღება როგორც პროექტის ან/და მოდულების არქიტექტურის დაგეგმარებისას, ასევე კოდის განხილვის პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2 + წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში;
** Microsoft ტექნოლოგიებთან (.Net Core, WebAPI) მუშაობის გამოცდილება;
** C# მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS SQL ან/და Oracle მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** "სორს კონტროლთან" მუშაობის გამოცდილება (Git ან TFS).

პიროვნული უნარები:

** პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა/ზრუნვა;
** პასუხისმგებლობის უნარი;
** ანალიზის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@lb.ge 2022 წლის 26 იანვრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შეტყობინება: "ლიბერთი ბანკი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ლიბერთი ბანკისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ლიბერთი ბანკმა" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ლიბერთი ბანკს" (ვებგვერდზე https://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ლიბერთი ბანკში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ლიბერთი ბანკში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |