www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა.

"ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 8000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

ს.ს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნიკორა ჰოლდინგის მასშტაბით Motion (გრაფიკული ანიმაცია, GIF) დიზაინზე მუშაობა და სოციალური მედიისთვის (ფბ, ინსტაგრამი) პოსტების დიზაინის შექმნა;
** პროდუქციის შეფუთვებზე მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, გრაფიკული დიზაინის ან/და მომიჯნავე მიმართულებით;
** Adobe After Effects ცოდნა (მნიშვნელოვანია გრაფიკული დიზაინისთვის საჭირო პროგრამების Corel Drow / Adobe Photoshop / Adobe Illustrator/Adobe premier pro ცოდნა);
** Motion დიზაინერად/გრაფიკულ დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კრეატიულობა და ინოვაციურობა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო მისამართზე: jobs@nikora.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 13 თებერვალი.

თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ელ.ფოსტაზე გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |