www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთა მრჩეველი
მომწოდებელი: AREA.GE
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

კომპანია "AREA.GE" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მრჩევლის პოზიციაზე.

"AREA.GE" უძრავი ქონების პირველი თანამედროვე პლატფორმაა საქართველოში, რომელიც ინდუსტრიის ყველა მოთამაშეზე არის გათვლილი და ორიენტირებულია მომხმარებელს დაზუსტებული, სანდო და ხარისხიანი ინფორმაცია მიაწოდოს. ჩვენ ასევე ვამარტივებთ კავშირს უძრავი ქონების მაძიებლებსა და განმთავსებლებს შორის. ამით ვპასუხობთ მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას, რაც მათ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში და თავისი AREA-ს პოვნაში ეხმარება საქართველოს მასშტაბით.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და სხვადასხვა სერვისების შეთავაზება;
** გამავალი ზარების განხორციელება გაყიდვების მიზნით;
** პლატფორმაზე რეგისტრაციის, იპოთეკური სესხის განაცხადის და კომპანიის სხვა პროცედურებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
** ონლაინ ჩათის მართვა;
** რეპორტინგის წარმოება.

აუცილებელი გამოცდილება და უნარები:

** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლებისთვის პროფესიონალური დახმარების გაწევა);
** ეფექტური კომუნიკაციური უნარები: წერით და ზეპირად აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ახალგაზრდა და ამბიციურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:

** კვირაში 5 სამუშაო დღე, სტანდარტულად 8 სამუშაო საათი;
** ყოველთვიური ანაზღაურება, დამატებით ბონუსის გამომუშავების საშუალება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ლინკზე 24 იანვრის ჩათვლით https://bit.ly/3g2x0px



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |