www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR ჯენერალისტი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 26 იანვარი

"ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს HR ჯენერალისტის ვაკანსიას თბილისში.

"ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: კავკასიის მედიცინის ცენტრი (CMC) ქავთარაძის/23
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი ხუთი სამუშაო დღე;

ძირითადი მოვალეობები:

ჰოსპიტლის მიმდინარე HR საოპერაციო პროცესების მართვა:
** ყოველდღიურად სახელფასო ბიუჯეტის კონტროლი, თვის სახელფასო ხარჯის დადგენილ ბიუჯეტთან დადარება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
** პერსონალის შერჩევის პროცესის ეფექტური მართვა;
** ახალაყვანილი თანამშრომლებისგან უკუკავშირის მიღება და კომპანიასთან ადაპტირების პროცესში მხარდაჭერა;
** ადმინისტრაციული ნაწილის გაძღოლა (ბრძანება, შეთანხმება, მიღება-ჩაბარების აქტები, ახსნა-განმარტებითი ბარათი და სხვა);
** მიმდინარედ ცვლილებების ასახვა შესაბამის პროგრამაში;
** თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა საშტატო ბაზაში და პროგრამაში ვადების დაცვით;
** თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ბენეფიტებისა და საკომპენსაციო პაკეტების შესახებ;
** თანამშრომლებისთვის შრომითი ხელშეკრულების პირობის გაცნობა ხელმოწერის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური, ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** სასურველია სასერტიფიკატო საბაზისო განათლება ადამიანური რესურსების მართვის კუთხით.
** აუცილებელია პერსონალის ადმინისტრირების კუთხით ან ჰოსპიტალში/კლინიკაში ადმინისტრაციის მენეჯერის/სპეციალისტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა
** აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** აუცილებელია ლიტერატურული ქართულით წერა, გამართული ქართულით მეტყველება;
** სასურველია შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 იანვარი, 2022

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე და განაცხადის ფორმა გადმოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე: HR ჯენერალისტი | ევექსი (evexhospitals.ge)

"ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |