www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკონდიტროს შეფ დე პარტიე
მომწოდებელი: Mercure Tbilisi Old Town
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"ACCOR HOTELS" არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 50 წლიანი ისტორიით, რომელიც აერთიანებს 20-ზე მეტ ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. აკორის ჯგუფი მოიცავს 4300-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 100 ქვეყანაში.

"ACCOR HOTELS"-ის ჯგუფის წევრი "Mercure Tbilisi Old Town" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტროს შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მოამზადოს სამუშაო ადგილი სამუშაო პროცესის დაწყებისთვის.
** მოამზადოს ძირითადი დესერტები და კერძები, რაც განსაზღვრულია მენიუში.
** შეინარჩუნოს სამუშაო ადგილის სისუფთავე ჯანდაცვის ინსპექტირების ნორმების შესაბამისად.
** დროულად გაიაროს ყველა სამედიცინო შემოწმება, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სტანდარტებით.
** სასტუმროში არსებული სტანდარტების დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება.
** დესერტების, ევროპული და ქართული სამზარეულოს ცოდნა
** ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა

უნარ-ჩვევები:

** სისწრაფე
** გუნდურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

ბენეფიტები:

** კვება
** ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: 1000-1200 (გამოცდილებიდან გამომდინარე)

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ მისამართზე: H9417-HR2@accor.com. ასევე გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (საკონდიტროს შეფ დე პარტიე ), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |