www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი ფროდ ანალიზატორის შესყიდვა/დანერგვაზე
მომწოდებელი: ტერაბანკი
თანდართული ფაილი: 48426_docs_9226333.zip
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

სს "ტერაბანკი" აცხადებს ტენდერს ფროდ ანალიზატორის შესყიდვა/დანერგვაზე.

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნას: შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

** სატენდერო წინადადებას (მომსახურების ტარიფებს ერთიანად მთლიან სისტემაზე და ჩაშლილად ყველა მოდულებზე, ასევე ლიცენზირების, მხარდაჭერის და ტრენინგების საკითხები დეტალურად უნდა იყოს გაწერილი როგორც ჯამური სისტემების შემთხვევებზე ასევე ცალკეული მოდულებისთვის. ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა გადასახადის ჩათვლით, როგორც ამობეჭდილი (ბლანკზე, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით დამოწმებული) ასევე ელექტრონული ფორმით. (CD, USB)
** კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი.
** მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ორიგინალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
** ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან;
** ცნობას საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
** შეთანხმებას კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
** საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
** ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეალიზებული პროექტების ჩამონათვალი;
** მოთხოვნილი სერვისის უზრუნველყოფისთვის სისტემის მწარმოებელი უნდა შეესაბამებოდეს PCI DSS მოთხოვნებს და გააჩნდეს აქტუალური PCI DSS სერტიფიკატი (მინიმუმ 5 წლის) წარმოდგენილი უნდა იყოს ასლი.

აუცილებელი პირობა:

** მომსახურე კომპანიასთან ანგარიშსწორება განხორციელდება მხოლოდ სს "ტერაბანკ"-ში გახსნილი საბანკო ანგარიშზე.
** სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს "ტერაბანკი"-ს კანცელარიაში: მისამართი: თბილისი, წმ ქეთევან დედოფლის გამზ.#3.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ გაჩნდება მოცემული არხების გარდა სხვა ახალი მოთხოვნები არხების დასაფარად, შემოთავაზებულ სისტემას უნდა გააჩნდეს ახალი არხების დაფარვის საშუალება.

კონვერტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები:

** კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
** ტენდერის დასახელება - "ტენდერი ფროდ ანალიზატორის შესყიდვა/დანერგვაზე"
** ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 24 იანვარი (18:00 სთ-მდე).

ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად.

პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ.

** საბანკო რისკების კომპლექსური, ელექტრონული და კომპიუტერული დანაშაულის დაზღვევასთან დაკავშირებით დაუკავშირდით გიორგი ხუციშვილს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: Giorgi.Khutsishvili@terabank.ge ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 1160). მობ: 595 95 78 88
** სხვა ტენდერთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: irakli.mikadze@terabank.ge, ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 2005). მობ: 595 60 01 04

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |