www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმინა საქართველო
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / განცხადების ვადა: 28 მაისი

საერთაშორისო ნუტრიციოლოგიური კომპანია Farmina-ს წარმომადგენლობა საქართველოში - "ფარმინა საქართველო" აცხადებს ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"ფარმინა" გახლავთ იტალიაში დაფუძნებული ნუტრიციოლოგიური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია შინაური ცხოველების სრული ნუტრიციული კვების საკონსულტაციო და პრემიუმ პროდუქტების წარმოების მიმართულებით. კომპანიას აქვს 50 წლიანი გამოცდილება და დღემდე ინარჩუნებს მსოფლიო ბაზარზე ლიდერ პოზიციას.

ჩვენ ვართ "ფარმინას" ექსკლუზიური პარტნიორები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ძირითადი როლები და პასუხისმგებლობები მოიცავს:

** მომხმარებლის/პარტნიორის მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება, შეთანხმება და მოზიდვისთვის საჭირო აქტივობების შესრულება;
** პოტენციური მომხმარებლის/პარტნიორის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა და გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა;
** პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა.
** გაყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების წარმოება პოტენციურ კლიენტებთან, შეხვედრებისა და პრეზენტაციების საშუალებით;

სამსახურთან დაკავშირებული უნარები:

** შინაურ ცხოველებთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ესმოდეს სამიზნე აუდიტორიის და შეეძლოს სწორი მიდგომის გამოყენება;
** მომხმარებელთან და მომწოდებლებთან სწრაფი ურთიერთობის დამყარების უნარი;
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით პლუსად.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ კრიტერიუმებს და გაქვთ სურვილი, რომ შემოუერთდეთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ და საერთაშორისო გუნდს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: contact@farmina.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "B2B გაყიდვების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |