www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / განცხადების ვადა: 28 მაისი

მეამა აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** მეამა ქოლექთის ობიექტის ტერიტორიაზე წესრიგისა და კუთვნილი მატერიალური ქონების დაცვა;
** სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ობიექტის ტერიტორიაზე უცხო პირთა გადაადგილების კონტროლი;
** ნებისმიერ დარღვევაზე მყისიერი რეაგირება.

მოთხოვნები: დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

** პუნქტუალური
** ორგანიზებული
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** კონფლიქტურ სიტუაციების დარეგულირების და მართვის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: career@meama.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტი ბათუმში.

დედლაინი: 28 მაისი.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამომგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |