მაღაზიათა ქსელი "სუვენირ ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-კონსულტანტი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ტერიტორია: თბილისი. კოტე აფხაზის 18.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სქესი: მდედრობითი.
** ასაკი: 18-დან 40 წლამდე;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია (არასავალდებულო) მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გამართული მეტყველება;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის გაყიდვა;
** პროდუქციის განლაგების კონტროლი;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის მიღება, განლაგება;
** თაროების მოწესრიგება.
ანაზღაურება: 900 (ცხრაასი) ლარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cityleasing.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებელია მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მოლარე-კონსულტანტი".
გისურვებთ წარმატებებს!