www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერ-პრისეილერი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Persil, Perwoll, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, SELPAK, GSK, UNI, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso, და სხვა)
ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.sharm.ge

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს GSK-სა და SELPAK-ის ბრენდის მერჩენდაიზერ-პრისეილერის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 800 ლარიდან 1100 ლარამდე (დამოკიდებულია გეგმის შესრულებაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელურ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის მერჩენდაიზინგზე ზრუნვა.
** ქსელურ სავაჭრო ობიექტებში ნაშთების კონტროლი და საჭიროების მიხედვით შევსება
** სამუშაო უბანზე ობიექტებში პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული
** კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლიანი
** დეტალებზე ორიენტირებული
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ მისაღებ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "GSK-სა და SELPAK-ის ბრენდის მერჩენდაიზერ-პრისეილერი".

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |