www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 30 მაისი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5-6 დღე
სამუშაო ადგილი: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა.
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის შეთავაზება/რეალიზაცია.
** კომპანიის მიერ დაგეგმილ პრომო აქციაში მონაწილეობის მიღება.
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროული შესრულება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** თავაზიანი;
** კომუნიკაბელური;
** ენერგიული;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლიანი;
** სხარტი;
** პუნქტუალური.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პრომოუტერი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2022 წლის 30 მაისის ჩათვლით.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |