www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეზერვაციის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო კრისტალი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 1 ივნისი

სასტუმრო "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის მენეჯერის პოზიციაზე.

"კრისტალი ჯგუფი" აერთიანებს რამოდენიმე მიმართულებას ბიზნესში: უძრავი ქონების დეველოპმენტი და ჰოსპიტალიტი. ჩვენი მიზანია ბაკურიანის ტურისტული პოტენციალის ამაღლება მისი ინფრასტრუქტურის ევროპულ დონეზე განვითარების ხარჯზე. "კრისტალი" გამოირჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებულობით, მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და კეთილდღეობაზე. ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი გუნდის მაღალი ღირებულებები და პროფესიონალიზმი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის/სასტუმრო მენეჯმენტის მიმართულებით)
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება
** სასტუმროს რეზერვაციის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** სასტუმრო მომსახურეობის სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** FINA - ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** Booking.com - ისა და Expedia - ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

მოვალეობა-ვალდებულებანი:

** ადგილობრივ და უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან აქტიური მუშაობა, რეზერვაციების მიღება;
** ინდივიდუალური და ჯგუფური ჯავშნების მიღება, კლიენტებთან ურთიერთობა;
** ელექტრონული ჯავშნების სისტემებიდან ჯავშნების მიღება
** სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდება სასტუმროში დადგენილ ფასებთან და დამატებით მომსახურებებთან დაკავშირებით;
** ინვოისების და დასტურის წერილების გაგზავნა, დეპოზიტების ჩარიცხვის კონტროლი, შესაბამისი დეპარტამენტების ინფორმირება ჯავშნების და კლიენტების სპეციფიური მოთხოვნების შესახებ;
** ჯავშნებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა
** სასტუმროს მიმღებ განყოფილებასთან მუდმივი და ეფექტური ურთიერთობა

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.
** კომუნიკაბელური და თავაზიანი

პირობები:

** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის განათლებისა და გამოცდილების შესაბამისად.
** სამუშაო პირობა: Full Time
** გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე (ანაზღაურებადი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე info@hotelcrystal.ge

ტელეფონი: 592 333 000

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 1 ივნისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |