www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამზარეულოს დამხმარე სუპერვაიზერი/სტუარდი შეფი
მომწოდებელი: სასტუმრო ტიფლის პალასი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

შპს "გლორია" გახლავთ ბუტიკის ტიპის სასტუმრო "ტიფლის პალასი", რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორან "ტიფლის ვერანდას". კომპანია გამოირჩევა სტაბილურობით, უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. შემოგვიერთდით, ერთად ვიზრუნოთ სტუმრებზე.

თანამდებობა: სამზარეულოს დამხმარე სუპერვაიზერი/სტუარდი შეფი
მისამართი: ქ. თბილისი, ვ.გორგასლის #3

მოვალეობები:

** პასუხისმგებელია სამზარეულოში ყველა სახის ჭურჭლის, მჭრელი ინსტრუმენტების, ქვაბების და ტაფების ჰიგიენურობასა და სისუფთავეზე;
** აცნობოს აღჭურვილობის ნებისმიერი დეფექტის შესახებ შეფ მზარეულს;
** აწარმოოს გატეხილი ჭურჭლის და გაფუჭებული პროდუქტების კონტროლი;
** შეასრულოს აღმასრულებელი შეფის სხვა დავალებები;
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების შექმნა და მართვა;
** ინვენტარის და სარეცხი საშუალებების მარაგების შეკვეთა და მართვა.

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული ან/და ინგლისურის ენის ცოდნა საწყის დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი,
** პოზიტიური,
** მოწესრიგებული,
** პუნქტუალური.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@tiflispalace.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |