www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასწავლო პროგრამა - მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის
მომწოდებელი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 16 ივნისი

დაიწყო განაცხადების მიღება ონლაინ სასწავლო კურსზე:

ადგილობრივი განვითარება დემოკრატიული პროცესების განვითარების და კარგი მმართველობის ხელშეწყობის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ადგილობრივი სტრატეგიების, პოლიტიკის დოკუმენტების და პროექტების შემუშავება თანამონაწილეობითი მეთოდების გამოყენებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამიტომ, "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" (CSI) "პური მსოფლიოსთვის" (Bread for the World) მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო პროგრამაზე "საზოგადოებრივი მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის".

კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მისცეს აიმაღლონ ცოდნა და კომპეტენცია ადგილობრივი თვითმმართველობის არსის, მისი ფუნქციონირების პრინციპებისა და ღირებულებების შესახებ, გაიგონ ამ პროცესში რა მნიშვნელობა და გავლენა აქვს საზოგადოებრივ მონაწილეობას და სამოქალაქო ჩართულობას, გაეცნონ მონაწილეობის სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმებს, გაანალიზონ ამ პროცესების ძლიერი და სუსტი მხარეები, შეაფასონ არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები. კურსის მონაწილეები შეისწავლიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა მონაწილე მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხებს, როგორ უნდა დაგეგმონ და განახორციელონ მონაწილეობითი პროცესი. პროგრამა მიმართულია მონაწილეთა ანალიტიკური უნარების გაძლიერებაზე.

კურსი განკუთვნილია საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის, სტუდენტებისთვის, საჯარო მოხელეების და სამოქალაქო აქტივისტებისთვის. სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

სწავლა წარიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში და გაგრძელდება 1 თვის განმავლობაში. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ვიდეო ლექციები, ასევე ინტერაქციული ონლაინ ლექციები zoom პლატფორმის საშუალებით, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეებს თავად შეუძლიათ დროის გადანაწილება.

კურსის ხელმძღვანელია ლიზი სოფრომაძე GIPA-ს ლექტორი, რეგიონის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი.

კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას სასწავლო პროცესის და განრიგის შესახებ.

აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ბმული: https://forms.gle/UW716fyhpXM4jDeY9

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 16 მაისი, 2022.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 74 35 12

საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |