www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 30 მაისი

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის კოორდინაცია, მართვა, კონტროლი;
** კომპანიის კვარტალური, ექვსთვიანი და ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოებში (შემოსავლების სამსახური, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური);
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებისა და წარდგენის კონტროლი;
** სტატისტიკური ანგარიშის მომზადება და წარდგენის კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორების ნაშთების კონტროლი;
** კომპანიის გარე აუდიტორებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის ინვენტარიზაციისა და სხვა კომისიებში ჩართულობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტების განხილვა და ვიზირება/ხელმოწერა;
** სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, გენერალური დირექტორის, კურატორი დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (ბასს, ფასს);
** სერთიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი (saras.ge);
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა;
** საბაჟო კოდექსი;
** საქართველოს შრომის კოდექსი;
** კანონი მეწარმეთა შესახებ;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე RS.GE -ში მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა -ERP სისტემა 1C და ORIS;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel - მაღალი დონე, MS PowerPoint, Outlook, Internet Explorer);

სხვა მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ორგანიზებული/მოწესრიგებული.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება: 3, 750-4, 400 ლარი (დარიცხული ხელფასი შეთანხმებისამებრ).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 30.05.2022. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |