www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მონტაჟ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 4 ივნისი

შპს "მონტაჟ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანიის პროფილია ელექტროგაყვანილობის, სახანძრო, ვიდეომეთვალყურეობის, ავტომატიზაციის და შენობის ცენტრალიზებული მართვის (BMS) სისტემების პროექტირება და მონტაჟი. "მონტაჟ ჯორჯია" უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ელექტრო პროდუქციის მიწოდება-მონტაჟს და თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა: "Schneider electric", "ABB", "Honeywell", "Pelco", "Weidmuller", "LUG Lighting" და სხვა.

ვაკანსიის დეტალები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: 1500 ლ.

სამუშაოს აღწერილობა:

** ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება და ბუღალტერიაში გადაცემა;
** ავანსების და საბანკო გარანტიების თაობაზე ბანკებთან ურთიერთობა;
** ორგანიზაციის სამართლებრივი დოკუმენტაციის შაბლონების შექმნა და განახლება, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** სატენდერო დოკუმენტაციის მოძიება, მომზადება და სტატუსის შესახებ ხელმძღვანელი პირების ინფორმირება;
** დამკვეთებთან კომუნიკაცია (სატენდერო დოკუმენტაციაზე მუშაობა, ინფორმაციის მიწოდება, ხელშეკრულების გაფორმება).
** მიმდინარე იურიდიული საკითხების ანალიზი, გადაწყვეტა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პროფესიული განვითარების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ 2022 წლის 4 ივნისამდე მისამართზე: Tamuna@montage.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "იურისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |