www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოთახების დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: Hotels & Preference Hualing Tbilisi
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

"ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" "Hotels & Preference Hualing Tbilisi", თბილისის ზღვასთან მდებარე, ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას: ოთახების დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ოთახების დასუფთავება, სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში მოთავსება;
** პასუხისმგებლობა კორიდორის მონაკვეთის სისუფთავეზე;
** სამუშაო მოწყობილობების ინსტრუქციისამებრ გამოყენება და სამუშაოს დასრულების შემდეგ სუფთა მდგომარეობაში შენახვა;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4 მ/რ, თბილისის ზღვის ახალი უბანი.
სამუშაო განაკვეთი: სრული. (კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე);

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@hotelspreference.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |