www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკაბელო ქსელის სპეციალისტი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 31 მაისი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საკაბელო ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო აღწერილობა:

** ტექნიკური საშუალებებისა და ქსელის კონკრეტულ უბანზე ტექნიკური მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი;
** სახაზო-საკაბელო ნაგებობების ექსპლოატაციის წესებისა და ნორმების დაცვა;
** სააბონენტო ტერმინალების ძირითადი სახეობების სატელეკომუნიკაციო ქსელში ჩართვა;
** სააბონენტო ხაზის დაზიანებული მონაკვეთის დადგენა და დაზიანების აღმოფხვრა;
** სახაზო ნაგებობებისა და საკაბელო დამაბოლოებელი მოწყობილობების ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი ექსპლოატაცია;
** ახალი ტელეფონის დასადგმელად წყვილების მოკვლევა და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება;
** დღის განმავლობაში DSl IPTV და სახაზო დაზიანების აღმოფხვრა;
** ტექნიკური პასპორტიზაციის სამუშაოების ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

** ტექნიკურ სფეროში განათლება;
** მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ა/მანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა;

სასურველია, საკუთარი სატრანსპორტო საშუალების ფლობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |