www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 31 მაისი

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს დამლაგებლის ვაკანსიას.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, დ. სარაჯიშვილის გამზ. 17
** სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, დილის 10:00 სთ-დან 17:40 საათის ჩათვლით, შესვენების პერიოდი 14:00-15:00 საათი)
** სამუშაო ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები)
** სამუშაო პერიოდი: 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი
** ადგილების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** უნივერსიტეტში ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზრუნვა;
** უნივერსიტეტის ოთახების, აუდიტორიების, დერეფნების, საპირფარეშოებისა და სხვა სივრცეების დასუფთავება;
** ნარჩენების დროული გატანის უზრუნველყოფა;
** შესაბამისი წესით განთავსებული ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალობა;
** მაღალი სამუშაო აქტივობა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისადმი მდგრადობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge და გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 31 მაისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |