www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის ადმინისტრატორი, მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს:

მაღაზიის ადმინისტრატორი
მოლარე - კონსულტანტი

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გლდანი, "ორი ნაბიჯის" მაღაზიები.

ჩვენი უპირატესობებია:

** მაღაზიათა ქსელი, სადაც დარბაზის დანაკლისები არ ექვითებათ თანამშრომლებს!
** ყველაზე ხანმოკლე სტაჟირება, რომელიც ანაზღაურდება პირველივე დღიდან!
** მხოლოდ ჩვენს მაღაზიებში აწონილი და დაფასოებული პროდუქცია (გარდა ხილ-ბოსტნეულის);
** დაწინაურების ყველაზე მარტივი და სწრაფი შესაძლებლობა;
** საბონუსე და მზარდი კომპენსაციის სისტემები;
** აღიარების და წახალისების პროგრამები;
** მოქნილი გრაფიკი;
** ყველაზე მეგობრული და შეკრული გუნდი.

1. მაღაზიის ადმინისტრატორი

სამუშაო განაკვეთი: 8 საათი, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 700 + ბონუსი

ფუნქცია - მოვალეობები:

** დაქვემდებარებული ცვლის პერსონალის მართვა;
** სავაჭრო და სააღრიცხვო პროცესების მართვა დაქვემდებარებულ ცვლაში;
** მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობება;
** მაღაზიაში პროდუქციის ნაშთის და ვადების კონტროლი;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** მაღაზიაში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება.

2. მოლარე - კონსულტანტი

სამუშაო განაკვეთი: 8 საათი, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 600 + ბონუსი

სამუშაო განაკვეთი: 4 საათი, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 300 + ბონუსი

ფუნქცია - მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის მიღება, განლაგება;
** თაროების მოწესრიგების და სისუფთავის უზრუნველყოფა.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ:

შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://career.orinabiji.ge/
გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი.

დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 032 2 00 22 00 / 595 122 079

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |