www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის ფარმაცევტი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 5 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე.

დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ფარმაცევტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი (საწყობი).
კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას ვარკეთილის მეტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის აგროვება შეკვეთის შესაბამისად;
** საქონლის მიღება და დადგენილი რეგულაციების შესაბამისად დასაწყობება;
** საწყობში არსებული საქონლის/პროდუქციის აღრიცხვა;
** აღრიცხვის საფუძველზე ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები/პიროვნული თვისებები:

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიკური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |