www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 11 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივნისი

"AWARD ჰოლდინგი" წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიათა გაერთიანებას, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას. დამატებითი ინფორმაცია ევორდ ჰოლდინგისა და მისი შვილობილი კომპანიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://awardholding.com/ge/about

შპს "AWARD" აცხადებს უძრავი ქონების აგენტის ვაკანსიას.

ადგილების რაოდენობა: 1
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

** სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწებისა და სხვა სახის უძრავი ქონების მოძიება თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპეტენციის ფარგლებში მათი შეფასება და ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელობისთვის;
** უძრავი ქონების მფლობელ პირებთან ან/და კომპანიებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, მათთან მოლაპარაკება;
** სხვა დაინტერესებულ პირებთან ეფექტური, გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და წარმართვა;
** უძრავი ქონების რეგისტრაციასა და შესყიდვებთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტაციის მომზადება, ხელშეკრულებების გაფორმება;

პროფესიული მოთხოვნები:

** აღნიშნული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge.

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 05/06/2022.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |