"აჭარა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციების ოფისის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოფს სატელეფონო ზარების პასუხს დადგენილი სტანდარტისა და ეტიკეტის შესაბამისად ;
** ახორციელებს სატელეფონო ზარების გადამისამართებას სტუმრებთან/სასტუმროს თანამშრომლებთან დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით;
** უზრუნველყოფს სრულფასოვან კომუნიკაციას სხვადასხვა არხებზე, როგორიც არის Booking.com, WhatsApp, სოციალური მედია და სხვა;
** აწარმოებს ჯავშნების რეგისტრაციას შესაბამის პროგრამაში;
** აწარმოებს დოკუმენტაციის მართვას დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.
დამატებით მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველება ინგლისურ ენაზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მიუთითოთ პოზიციის დასახელება 10 ივნისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@adjaragroup.com
სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.